207 სკოლა
მოსწავლესთან
მოსწავლესთან
- როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე
- პრაქტიკული ფსიქოლოგია საკლასო ოთასში
ვიდეო როგორც სასწავლო რესურსი (ვრცლად)
ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
თემა: „სასწავლო პროცესის განმავლობაში კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივირება“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენერი- მარიამ რამინაშვილი
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.თბილისის მასწავლებლის სახლი; 16 საათის ხანგრძლივობით.
2012 წლის 24, 25, 26 ნოემბერი და 3 დეკემბერი
ტრენინგის პროგრამის
შინაარსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:
v
კომუნიკაცია
საკლასო ოთახში და მის გარეთ - მშობლებთან და კოლეგებთან.
v
ეფექტური
კომუნიკაციისათვის საჭირო უნარები და პრაქტიკაში მათი გამოყენება.
v
კლასის
მართვა.
v
მოსწავლეთა
მოტივაცია
v
სწავლებისადმი
კონსტრუქტივისტული მიდგომა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, როგორც მოსწავლეებში
სწავლის მოტივაციის ამაღლების საშუალება.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ,
ლექციურ კურსს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, გათვალისწინებული იყო საშინაო დავალებების
შესრულებაც.
ტრენინგის მიზანი იყო:
v
ვერბალური
და არავერბელური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის გზების გაცნობა.
v
მშობლებთან
ურთიერთობის ზოგადი თავისებურებების გაცნობა; პრაქტიკული რჩევების მიღება „რთულ მშობლებთან“
ეფექტური კომუნიკაციისათვის.
v
საკლასო
ოთახში ერიკ ბერნის კომუნიკაციის ტრანსაქციონალური კომუნიკაციის გამოყენების თავისებურებების
გაცნობა; ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის ისეთი უნარების განხილვა, როგორიცაა
ემპათია და აქტიური მოსმენა.
v
კლასის
მართვის სხვადასხვა მეთოდების გაცნობა და მსჯელობა თემაზე თუ რომელი მიდგომა უწყობს
ხელს მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.
v
კონფლიქტების
მოგვარების სხვადასხვა სტრატეგიებისა და რეკომენდაციების გაცნობა ამ სტრატეგიების სასკოლო
ურთიერთობებში გამოყენებისათვის, ღირებულებითი კონფლიქტების მოგვარების გზები და მოსწავლეთა
მედიატორად მომზედების ხერხების გაცნობა; იმის გაცნობიერება,თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ეფექტური კომუნიკაციის უნარები კონფლიქტურ სიტუაციაში ადექვატური ქცევისათვის.
v
მოსწავლეებში
მოტივაციის ზრდის ხელისშემწყობი ფაქტორების გამოყოფა.
v
მოსწავლეთა
აკადემიური, სოციალური მიზნებისა და ინტერესების როლის; მოსწავლის თვითეფექტურობის
განცდის მნიშვნელობის გაანალიზება სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების საქმეში; მიკუთვნებულობის
განცდის (კლასისა და სკოლისადმი) გაანალიზება
სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების საქმეში.
v
იმ
ძირითადი ემოციების გაანალიზება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების სასწავლო პროცესთან
დაკავშირებით უჩნდებათ და პრაქტიკული რჩევები საკლასო ოთახში მოსწავლეებისათვის დადებითი
ემოციური ფონის შესაქმნელად.
v
სწავლებისადმი
ინტერაქტიული მიდგომის დახმარების გაცნობიერება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში.
v
სწავლებისა
და სწავლის ეფექტური სტრატეგიების გაცნობა, რათა მასწავლებლებმა შეძლონ მათი ადექვატური
გამოყენება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
v
სწავლისა
და სწავლების რამდენიმე მეთოდის გაცნობა, რომლებიც მოსწავლეებში ზრდის პასუხისმგებლობის
საკუთარ თავზე აღებას და ამაღლებს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას.
ტრენინგის
პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზნებს
და ტრეინინგ-მოდულის სილაბუსს. გავეცანით ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის
გზებს; შევასრილეთ ინდ დავალება. გავეცანით როგორ
მივიპყროთ მოსწავლეების ყურადღება ეფექტური
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციით.
გავეცანით საკლასო ოთახში
არავერბალური კომუნიკაციის ფორმების გამოყენების მნიშვნელობას ( სახის
გამომეტყველება, სხეულის ენა, თვალის კონტაქტი, გარეგნობა და ჩაცმულობა).
შევასრულეთ დავალება: კომუნიკაციის პროცესში დაშვებული შეცდომების გაანალიზება
და კომუნიკაციის უკეთესად წარმართვის
გზების მონახვაზე. გავიგეთ თუ რა უნდა ვიცოდეთ რთულ მშობლებთან კომუნიკაციისას და
მოვისმინეთ პრაქტიკული რჩევები მშობლებთან და კოლეგებთან
ეფექტური
კომუნიკაციისთვის.
მოვისმინეთ რჩევები არავერბალური კომუნიკაციის
დროს, საგაკვეთილო პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის. განვიხილეთ მშობლებთან და
მოსწავლეებთან ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის
ნიმუშები
მეორე დღეს განხილული
იყო: ბერნის ტრანსაქციონალური ანალიზის ძირითადი პრინციპები კლასის მართვისადმი სხვადასხვა მიდგომები - (ავტორიტარული, თანამშრომლობითი, ქაოსური და მოჩვენებითად თანამშრომლობითი )
გავეცანით ინტელექტუალური კონფლიქტების მოგვარების
ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას
(შემოქმედებითი მიდგომა ინტელექტუალური კონფლიქტების მოგვარებისადმი).როგორ
ვასწავლოთ თავად მოსწავლეებს კონფლიქტების მოგვარება? გავეცანით მოსწავლეთა მედიატორად მომზადების
სტრატეგიას.
მესამე
დღე მივისმინეთ მინი ლექცია: მოსწავლის აკადემიური და სოციალური მიზნების თავისებურებები და მათი რთული
ურთიერთდამოკიდებულება. დახელოვნებაზე ორიენტირებული და თვითწარმოჩენაზე
ორიენტირებული მიზნები. როგორ უკავშირდება სწავლისადმი მოტივაციას მოსწავლის
პროვნული და სიტუაციური ინტერესები? რატომ არის მნიშვნელოვანი მიკუთვნებულობის
განცდა პიროვნების განვითარებაში? რატომ არიან თვითეფექტურობის განცდის მქონე
მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი და
სასწავლო პროცესში მეტად ჩართულნი? შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო
მეოთხე დღე მოვისმინეთ ემოციის
მრავალკომპონენტიანი ბუნება
ძირითადი ემოციები,
რომელსაც მოსწავლეები საკლასო ოთახში განიცდიან.
მოვისმინეთ რეკომენდაციები,
როგორ შეიძლება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება (პერკინსი) და მისი დაკავშირება მოტივაციასთან;
განიხილეთ კონსტრუქტივისტული მიდგომისთვის დამახასიათებელ სწავლების დიდაქტიკურ,
სოკრატისეულ, პრაქტიკულ და სოციალურ მეთოდები. სწავლის ეფექტური სტრატეგიების
გამოყენებით როგორ შეიძლება მოსწავლეებში გავზარდოთ მოტივაცია.
შევასრულეთ ინდივიდუალური სამუშაო:
რეფლექსია წაკითხულ ლექციაზე.
ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს სახალისო და შემეცნებითი მეთოდების გამოყენებას მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ამაღლებაში და დაწვრილებით განიხილეთ თანამშრომლობითი
სწავლების რამდენიმე მეთოდი, მათ შორის პროექტირება, როგორც მეთოდი
და კვირის გეგმა.
ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რამდენადაც
თითოეული ლექციური თემის განხილვისას ვასრულებდით პრაქტიკულ სამუშაოებს, ხან ჯგუფურად,
ხან წყვილში, ხან ინდივიდუალურად. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,
მოსწავლეებთან, მშობლებთან და შეძენილ ცოდნას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს ინდივიდუალური
საუბრისას ან კოლექტიური შეხვედრის დროს, რეკომენდაციას გავუწევ აქტიურად ჩაერთონ მასწავლებლის
სახლის მიერ რეკომენდირებულ ამ ტრენინგზე.
მანანა გადელია
04.12.2012
ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ
კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.თბილისის მასწავლებლის სახლი; 16 საათის ხანგრძლივობით.
2012
წლის 6, 7, 8, 9 დეკემბერი
მიზანი : პედაგოგიური
კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
Ø კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი
თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
Ø
კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
Ø
კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
Ø
მონაცემთა შეგროვება
Ø
მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე
დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
Ø
მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში
დანერგვა.
Ø
მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
Ø
პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
Ø
პროექტის შეფასება;
Ø კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის
სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
Ø სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი
მხარეების დადგენა;
Ø მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება;
რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
Ø სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა
მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
ტრენინგის პირველი
დღე: შესავალ ნაწილში დაწვრილებით გავეცანით მასწავლებლის პროფესიული
განვითარების სქემას; განვიხილეთ
სქემაში ჩართული მასწავლებლების კრედიტ ქულების დაგროვების
გზები და მათი განხორციელების საშუალებები. შევიმუშავეთ ტრენინგზე თანამშრომლობის წესები.
გავიგეთ რომ, კვლევა არის ცოდნის ძიება,
მისი დოკუმენტირება და გაფორმება ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. პედაგოგიური
კვლევა განეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს
და ხორციელდება სასწავლო სიტუაციებისა და პედაგოგიური ზრდის მიზნით. კვლევის პროცესის მიმდინარეობის დროს გვჭირდება სხვადასხვა
საფეხურების გავლა.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპებია: 1) საკვლევი თემის შერჩევა და
მიზნის ჩამოყალიბება, 2) კვლევის დღიურის წარმოება, 3)თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის
შესწავლა და ანალიზი, 4)მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა, 5)მონაცემთა შეგროვება, 6)მონაცემთა
ანალიზი, 7)მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, 8)მოპოვებული
ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
მთავარია კვლევის შესაბამისი
ამოსავალი პუნქტის პოვნა და ფორმულირება, რომელიც გადამოწმდება შემდეგ კრიტერიუმების
მიხედვით: მოქმედების როლი, მნიშვნელოვნება, დაძლევადობა, შესაბამისობა. აქვე საჭიროა
კვლევის დღიურის წარმოება, სადაც შევიტანთ სტრუქტურირებულ და არასტრუქტურირებულ დაკვირვების შედეგებს,საკუთარ იდეებს, გეგმებს, მონაცემთა
ანალიზის შედეგებს და ა.შ.
განვიხილეთ პედაგოგიური კვლევის შემდეგი მეთოდები: დაკვირვება,დიალოგები,ინტერვიურება,შემთხვევის
ანალიზი (შესწავლა), კოლექტიურ მოვლენათა შესწავლა, ანკეტირება.
ამის შემდეგ კეთდება კვლევის ანალიზი და კვლევის ანგარიში.
ტრენინგის მიმდინარეობისას ჯგუფებში მნიშვნელოვანია, კვლევის დაწყებისას განვსაზღვროთ
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის პრიორიტეტული საკითხი, განვსაზღვრო შესაძლებლობები, წარმატების შანსი და დავიწყო კვლევის დღიურის წარმოება,
რომელიც ეხმარება მასწავლებელს კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების
გამოტანაში.
კვლევის დაწყებისას
უნდა განისაზღვროს მიზანი, სამიზნე ჯგუფი და მეთოდი. გამოყენებული რაოდენობრივი და
თვისობრივი მეთოდების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს.
ტრენინგის მეორე დღეს ჯგუფებში დავგეგმეთ პრობლემის
კვლევა. ჩვენი ჯგუფის კვლევის თემა იყო ,,მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კონფლიქტი’’ გამოვიყენეთ
კვლევის სხვადასხვა მეთოდები და დავასაბუთეთ მათი მნიშვნელობა.
პროექტი
და პროექტგაკვეთილი-კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ
მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი,
თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. იგი სრულიად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან და ბევრად უფრო საინტერესო და სახალისოა ბავშვებისათვის.
პროექტგაკვეთილის უმნიშვნელოვანესი საკითხია პროექტის გეგმის შედგენა, სადაც მითითებული
უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი საკითხები: პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის
დასაბუთება, მიზანი,ამოცანები და მისი განხორციელების გზები. პროექტ გაკვეთილი წარმოადგენს
სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ
საკითხს, პრობლემას მიმართავენ, განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის აქტივობებზე
მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე ; განსაზღვრავენ დროს და ინაწილებენ სამუშაოს, ცდილობენ
წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას. მოსწავლე
არ უნდა იყოს მხოლოდ შემსრულებლის როლში , მასწავლებელი უნდა იყოს მონაწილე ხელმძღვანელი.
მესამე დღეს
დავგეგმეთ პროექტგაკვეთილი და მოვახდინეთ პრეზენტაცია ჯგუფების მიხედვით. ჩვენი ჯგუფის
პროექტის თემა იყო:,,ექსკურსია საქართველოს
აღმოსავლეთ მთიანეთში“
ნებისმიერი პროექტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი შეფასება, და გავეცანით პროექტის, პროეტგაკვეთილის, ჯგუფში
მუშაობის თვითშეფასებისა და შეფასების სქემებს.
გავეცანით შეფასების
სხვადასხვა მეთოდს: რანგირება, კითხვარი,შეფასების რუბრიკა, ინციდენტების დღიური, დაკვირვება,
ხარისხის წრეები,ინტერვიუ.
ტრენინგზე ხაზგასმით
იქნა აღნიშნული კოლეგებთან თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც პროფესიული ზრდის ერთ-ერთი
აუცილებელი პირობა, რისთვისაც საუკეთესო საშუალებაა ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება
და გაკვეთილის შემდგომ შეხვედრა, აზრთა გაზიარება და გაკვეთილის შეფასება. აქ გამოიყო
ურთიერთაკვირვების მეთოდები; აღწერითი, ფოკუსირებული,გუნდური მუშაობა, ჩართული დაკვირვება
(დამკვირვებელი მოსწავლის როლში) და თვითდაკვირვება. კოლეგებს შორის ეფექტური კომუნიკაცია,
ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა და მისი გათვალისწინება, ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ
ზრდას.
მასწავლებელთა ურთიერთთანამშროლობის
ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა ე. წ. „კრიტიკული მეგობრების“ დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს
მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას სასწავლო
პროცესში.
თანამშრომლობის და კომუნიკაციის თვალსაზრისით განასხვავებენ 4 ტიპის სასკოლო კულტურას :
ინდივიდუალისტური-„მე წარმატებული ვარ და ვიცი რა
უნდა გავაკეთო“
ბალკანიზებული-
მასწავლებლები დაყოფილები არიან ჯგუფებად , თანამშრომლობენ ჯგუფში , მაგრამ არ თანამშრომლობენ
სხვა ჯგუფებთან.
ხელოვნური კოლეგიალობა-
ზერელე თანამშრომლობა.
თანამშრომლობა-რეგულარული
თანამშრომლობა.
მასწავლებელთა თანამშრომლობის
მთავარი მიზანი მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაა და მასწავლებელთა პროფესიულ ზრდა.
გამოყოფენ დაკვირვების
5 მეთოდს:აღწერითი დაკვირვება; ფოკუსირებული დაკვირვება; გუნდური მუშაობა; ჩართული
დაკვირვება; თვითდაკვირვება.
სასწავლო პროექტი შეიძლება იყოს: მცირე, საშუალო ან დიდი.
პროექტებს გააჩნიათ განსაზღვრული სტადიები: პროექტის
ინიციატივა, დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ, ქმედების სფეროს ერთობლივი განვითარება,
დაგეგმილის განხორციელება, პროექტის დასასრული, განხორციელებული პროექტის განხილვა
და საბოლოო შეფასება.
ბიუჯეტი პროექტის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტრენინგის ბოლო დღე დაეთმო მასწავლებლის პორტფოლიოს მნიშვნელობას და მისი
წარმოების გზებს, რაზეც მოგვცეს პრაქტიკული რეკომენდაციები, მასწავლებლის პორტფოლიოში
შესატანი დოკუმენტაციები. ასევე გავეცანით ტრენინგის წერილობითი ანგარიშის ფორმას და
მის შესრულებას.
ტრენინგი ძალიან
საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კვლევისა და
პროექტგაკვეთილების დაგეგმისა და წარმოების მექანიზმების გაგება, პედაგოგიური კვლევა
ძალიან საინტერესო და აუცილებელია პედაგოგიურ პრაქტიკაში, პრობლემის ხედვა და მისი
გადაჭრის გზების ძიება მოსწავლეებთან ერთად პროექტების განხორციელების საშუალებებით.
20.12. 2012 მ.გადელია
ღონისძიების დღის წესრიგი:
I
დღე - 4 საათი
n
I სესია
- 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია,
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n
II სესია
- 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
IIდღე - 4 საათი
n
I სესია
- 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლევა
n
IIსესია
- 1სთ და 30 წუთი - პროექტ გაკვეთილი
n
III სესია
- 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
IIIდღე - 4 საათი
n
I სესია
- 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
n
II სესია
- 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლევა
I V დღე - 4 საათი
n
I სესია
- 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n
II სესია
- 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.
პრობლემის კვლევა
პრობლემა: მოსწავლესა
და მასწავლებელს შორის კონფლიქტი
კვლევის მიზანი:
რა იწვევს კონფლიქტს მოსწავლესა და მასწავლებელს
შორის?
სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები(საბაზო
საფეხური),მასწავლებლები, მშობლები
კვლევის მეთოდები:
Ø
დაკვირვება-დღიურის წარმოება
Ø
შემთხვევათა
ანალიზი
·
ინდივიდის შესწავლა( მასწავლებლის , მოსწავლის)
·
ჯგუფის შესწავლა (მოსწ, მასწ, მშობელი)
Ø
ანონიმური ანკეტირება-
(რა იწვევს მოსწავლეთა გაღიზიანებას პედაგოგისაგან?
რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მისთვის
იდეალურ მასწავლებელს...)
Ø
გასაუბრება მასწავლებელთან
მშობელთან
Ø
გასაუბრება მასწავლებელთან
მშობელთან
კვლევის ანალიზი:
·
მონაცემთა ორგანიზება და გაწმენდა სიზუსტის შემოწმება: ჰიპოტეზების გამორიცხვა
·
მიღებული
მასალის დაკავშირება უკვე არსებულ მასალასთან
კვლევის შესაძლო შედეგები და დასკვნები :
·
აგრესიაზე აგრესიით პასუხი
·
მოსწავლისაგან პედაგოგის მიუღებლობა. პიროვნული ან პროფესიონალიზმში
დაეჭვება
კვლევის ანგარიში:
·
მიზანი
·
სტილი
·
ლოგიკური
თანმიმდევრობა
·
სტრუქტურა
რეკომენდაციები
პროექტი
პროექტი-ექსკურსიასაქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში
პრობლემა-დაცლილი სოფლები
მნიშვნელობა- პრობლემის შესწავლა, გათავისება ახალგაზრდობისათვის
სამიზნე ჯგუფი- XI კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები(ქართ,
მათ ისტ. გეოგრ)
პროექტის მიზანი:
მშიბლიური ლიტ-ა შესწავლიალი ლიტერატურული
მასალის მიხედვით წარსულის გახსენება, დაკავშირება დღევანდელობასთან, ლიტ პროდუქციის
შექმნა( თხზულება)
მათემატიკა-
დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ცხრილებისა და დიაგრამების გაკეთება: ა) მოძიებული მასალის მიხედვით; ბ) მოპობებული ინფორმასიის მიხედვით; გ) შედარება; დ) დასკვნების
გაკეთება
გეიგრაფია
- მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რელიეფი, დემოგრაფია
ისტორია
- ამ მხრის ისტორიული წარსულის გაცოცხლება, დაკავშირება თანამედროებასთან, ღირშესანიშნაობები
ისტ- მასალის მოძიება, თვალსაჩინოებების შექმნა, ატვირთვა,
ბლოგების შექმნა
ვადები-
ეთი თვე
რესურსები- ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, საკვები ტრანსპორტი, კომპიუტერი
პროექტორი
ამოცანები- ნაბიჯ-ნაბიჯ. მასალის მოძიება, გაცნობა, შესწავლა, დახარისხება,
შერჩევა
ექსკურსია- დაკვირვება და გაცნობაადგილზე,ფოტო ვიდეო
და აუდიო მასალის მოგროვება, გასაუბრება ადლილობრივებთან, ძველი და ახალი მასალის შეჯერება
შედეგი -პრეზენტაცია გამოფენა კონფერენცია, ბუკლეტები, ფოტოალბომი,
ლიტალმანახი, ლიტ სპექტაკლი სტენდი
შეფასება-პროექტის პროცესისა და შეფასების რუბრიკები შფასება
და თვითშეფასება
ახალი პროექტის დაგეგმვა- ვიდეო ფილმის შექმნა და პროპაგანდა
ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
ტრენინგის თემა „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.თბილისის მასწავლებლის სახლი; 2012 წლის 20 თებერვალს, 3 საათის ხანგრძლივობით.
ტრენინგის
მიზანი:
პროექტგაკვეთილი; მასწავლებლების აქტიური ჩართვა პროექტგაკვეთილის
დაგეგმვისა და შესრულების პროცესში
პროექტის ამოცანები:
Ø
პროექტმეთოდის
დამახასიათებელი ნიშნები;
Ø
რა სფეროებს
შეიძლება მოიცავდეს პროექტგაკვეთილის თემა?
Ø
რას უნდა ითვალისწინებდეს
მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას?
Ø
რით გამოირჩევა
პროექტგაკვეთილი?
Ø
საკომუნიკაციო
და სოციალური უნარების განვითარება;
Ø
პროექტგაკვეთილების
ხანგრძლივობა და მოცულობა;
Ø
პროექტმეთოდის
სქემა;
Ø
როგორ უნდა
გაფორმდეს პროექტის გეგმა;
პროექტგაკვეთილი ეს არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის
და განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი
სამუშაო, რომლის დროსა ვითარდება კვლევითი,
შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე
მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად
განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტების მიმდინარეობისას მასწავლებელი
კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს
მოსწავლეებს მიმართულებას აძლევს. ასევე, იგი უთითებს საინფორმაციო
წყაროებს.
პროექტგაკვეთილი
სწავლების სხვა მეთოდებისგან განსხვევებით გამოირჩევა შემდეგი ტიპიური ნიშნებით:
Ø პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტში
მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეთაგან;
Ø პროექტში მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან
ურთიერთობის ფორმებზე;
Ø თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე,
აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;
Ø თანხმდებიან სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობების
და ინტერესების გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს;
Ø მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა თვითპასუხისმგებლობის გრძნობა;
v
აფასებენ
როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთასაქმიანობას
Ø თვალნათლივ ხედავენ პროექტის პროდუქტს;
Ø ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს
იღებენ.
v
პროექტზე
დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე
ახლის დაშენებას, ასევე პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა
მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს.
პროექტის
დაგეგმვის დროს, გასათვალისწინებელია შემდეგი:
Ø სასწავლო პროექტების თემის შერჩევაში, დაგეგმვაში
და პრობლემის მართვაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა. მოსწავლე არ უნდა იყოს
მხოლოდ შემსრულებლის და მითუმეტეს ტექნიკური შემსრულებლის როლში;
Ø პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს
მნიშვნელოვანი, აქტუალური;
Ø პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული
საქმიანობისთვის და არა ღირშესანიშნავი/საჩვენებელი დღეეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი
აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;
Ø
მოსწავლეთა
ასაკობრივი მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება.
Ø საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია
პროექტით
დასახული მიზნების და დაგეგმილი
შედეგების მისაღწევად;
Ø საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების
მისაღწევად;
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და
დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და
კრიტიკული აზროვნების უნარები. უცილებელია, მასწავლებელმა,
როგორც ექსპერტმა იგრძნოს, თუ როდის არის ჩარევა საჭირო და როდის უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი
მუშაობის საშუალება. სასწავლო პროექტები იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად.
მცირე
პროექტების
ხანგრძლივობა ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად მხოლოდ ორი ან სამი
კომპონენტისგან შედგება. საშუალო
პროექტების ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც შესაძლოა გადანაწილდეს ერთ
სემესტრზეც. დიდი პროექტების ხანგრძლივობა
შესაძლებელია რამდენიმე წელი გრძელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს რამდენიმე ჯგუფი
ან ინსტიტუცია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტგაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელების
გაცნობა, მისი ჩატარების სხვადასხვა მეთოდების შეცნობა. ამ ტრენინგმა გადამაწყვეტინა
პროექტგაკვეთილის ჩატარება, რომელსაც განვახორციელებ ამ სასწავლო წელს. შემდეგ განვიხილავ
და გავაანალიზებ კოლეგებთან ერთად.
ხელმოწერა: მ. გადელია
თარიღი: 22.02.2013წ
ტრენინგის ანგარიში
ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,პრაქტიკული ფსიქოლოგია
საკლასო ოთახში’’
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.თბილისის მასწავლებლის სახლი; 12 საათის ხანგრძლივობით. (სამი დღე)
2013 წლის 20- 22 აპრილი
მიზანი : პედაგოგს გადასცეს
ის ფსიქოლოგიური ცოდნა და გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლების კლასში ყოველდღიურად
წამოჭრილი პრობლემების გადალახვასა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილებაში დაეხმარება
ამოცანები:
Ø
საკლასო სიტუაციაში წამოჭრილი ფსიქოლოგიური პრობლემის
კლასიფიცირება და პედაგოგის როლი აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში;
Ø
პედაგოგისათვის აუცილებელი ფსიქოლოგიური უნარ ჩვევები
მის წინაშე მდგარი სირთულეების დასაძლევად;
Ø
რთულ პედაგოგიურ სიტუაციაში მოსწავლეთა ქცევის ფსიქოლოგიური
ანალიზის გასაკეთებლად პედაგოგებში საჭირო უნარების გამომუშავება;
Ø
ბავშვის ქცევაში სირთულეების გამომწვევფსიქოლოგიურ მიზეზებში
გასარკვევად პედაგოგებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
Ø
მშობლებტან ურთიერთთანამშრომლობის ხელშესაწყობად პედაგოგებისთვის
სათანადო ფსიქოლოგიური რეკომენდაციების მიწოდება და ასეთი ურთიერთთანამშრომლობისათვისმათში
საწირო უნარების გამომუშავება;
Ø
ემოციური მახასიათებლების მიხედვით ბავშვთა ტიპოლოგიურ
თავისებურებებში პედაგოგთა გარკვევა და სხვადასხვა ტიპის ბავშვთან წარმატებულიურთიერთობისათვის
მათში სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება;
Ø
ბავშვთან ურთიერთობაში წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად
პედაგოგებისავის ცალკეული ფსიქოლოგიური მეთოდიკების გაცნობა და მათიეფექტიანად გამოყენებისათვის
საწირო უნარების გამომუშავება
ტრენინგის პირველი დღე- გაცნობის შემდეგ ტრენერმა
გაგვაცნო პროგრამის სამუშო გეგმა და მიზანი, შევიმუშავეთ თანამშრომლობის წესები. მიმოვიხილეთ სასკოლო ფსიქოლოგიური
პრობლემები და მოვახდინეთ აღნიშნული პრობლემების კლასიფიკაცია.
განვიხილეთ პედაგოგიური
უნარ -ჩვევების კლასიფიკასია: კონსტრუქციული უნარ- ჩვევები
ü მოსწავლეთათვის გადასაცემი
სასწავლო მასალის შეჩევისა და გადამუშავების უნარი;
ü სასწავლო ინფორმაციის
ასათვისებლად მოსწავლეთა საქმიანობის დაგეგმვის უნარი;
ü მოსწავლეებთნ ურთიერთობის
პროცესში საკუთარი საქმიანობის პროექტირების უნარი
ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
ü სასწავლო ინფორმაციის
ორგანიზაციის უნარი
ü მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის
ორგანიზაციის უნარი
ü მოსწავლეებთან უშუალო
ურთიერთობის პროცესში საკუთარი საქმიანობისა და ქცევის ორგანიზაციის უნარი
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
ü მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის
დამყარების უნარი;
ü ეფექტიანი, საქმიანი დამოკიდებულების
დამყარების უნარი
ü მოსწავლეთა მშობლებთან
თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარების უნარი
განვიხილეთ პედაგოგიური
სიტუაციები და მოვახდინეთ მოსწავლეთა ქცევის
ფსიქოლოგიური გაანალიზება რთულ პედაგოგიურ სიტუაციებში
ტრენინგის მეორე დღეს
ვისაუბრეთ ბავშვის (გარდამავალ ასაკში)ქცევის სირთულეების
გამომწვევ მიზეზებზე, სიძნელეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე
ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია
მშობლებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშესაწყობად; გვესაუბრა თვითშეფასების არსზე და
მის როლზე ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში. განვიხილეთ სხვადასხვა ასაკობრივ
საფეხურზე ბავშვის ემოციური განვითარების თავისებურებები.
ტრენერმა გაგვაცნო სასკოლო შფოთიანობის გამომწვევი მიზეზები და მისი
გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე. მოგვცა რეკომენდაციები სასკოლო შფოთიანობის
შესამცირებლად; მივიღოთ ბავშვი ისეთი , როგორიც არის...
ტრენინგის მესამე დღეს
მოგვაწოდეს ინფორმაცია
ბავშვის ტემპერამენტის ტიპოლოგიური მახასიათებლების შესახებ. ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო
ბავშვის გრძნობების ამოსაცნობად. გაგვაცნო დაუსრულებელი წინადადებების მეთოდი-ბავშვთან
ურთიერთობის პროცესში აღმოცენებული ცალკეული
პრობლემებისდასაძლევად. გაგვაცნო ღია და დახურული, პირდაპირი და არაპირდაპირი, შთამაგონებელი
კითხვები- ბავშვისგან საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით
ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ჩემთვის.
ცალკეული საკითხების განხილვისას გამოყენებული იყო რეალური სასკოლო ცხოვრებიდან აღებული
პედაგოგიური სიტუაციები. მათი ფსიქოლოგიური ანალიზი და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება
საინტერესო და უფრო აღქმადი იყო. ვასრულებდით პრაქტიკულ სამუშაოებს, ხან ჯგუფურად,
ხან წყვილში, ხან ინდივიდუალურად. შემიძლია ვთქვა რომ ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა
დამეხმარება პედაგოგიურ საქმიანობაში. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო
პროცესში, მოსწავლეებთან, მშობლებთან და შეძენილ ცოდნას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს ინდივიდუალური
საუბრისას ან კოლექტიური შეხვედრის დროს, რეკომენდაციას გავუწევ აქტიურად ჩაერთონ მასწავლებლის
სახლის მიერ რეკომენდირებულ ამ ტრენინგზე.
24.04.2013
მ. გადელია
Комментариев нет:
Отправить комментарий