ჩემ შესახებ

ვარ სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. დავიბადე სოხუმში 1957წლის 15 ივნისს. 1993 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. დავამთავრე სოხუმის მეხუთე საშუალო სკოლა 1974 წელს. იმავე წელს ჩავაბარე სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში 1978 წელს კი წარჩინებით  დავამთავრე. იმავე წლს მუშაობა დავიწყე მე-5 საშუალო სკოლაში და ვმუშაობდი 1993 წლამდე. ომის შემდეგ ვცხოვრობ თბილისში. მუშაობა გავაგრძელე 1997 წლიდან თბილისის კერძო სკოლა ივერიონში 2005 წლამდე. ვმუშაობდი სკოლა ,,პოლლგლოტში"2005-2006 წლებში. 2005- დან დღემდე ვმუშაობ 207 საჯარო სკოლაში.
1978 წელს გავთხოვდი მყავს ოჯახი მეუღლე -დავით მაისურაძე, სამი შვილი -ნინო, სოფიკო და გიორგი, ორი შვილიშვილი- ელენე და თომა
    დიდ დროს ვუთმობ ჩემს პროფესიულ განვითარებას, მაინტერესებს ყველაფერი ახალი და ინოვაციური, ვესწრები პროფესიული განვითარების ტრენინგებს. მაინტერესებს სიახლეები, რაც დაკავშირებულია ისტ-ის გამოყენებასთან სასწავლო პროცესში. ვამზადებ თემატურ პრეზენტაციებს მოსწავლეებისთვის და ვეხმარები რათა თვითონაც შექმნან პრეზენტაციები. ჩართული ვარ etwinning-ის პროექტებში. ამ მიმართულებით ჩატარებულმა პროექტებმა და ტრენინგებმა ბევრი რამ მასწავლა.  მყავს სადამრიგებლო კლასი რომლებმაც წელს დაამთავრეს სკოლა

Комментариев нет:

Отправить комментарий